Pages

Sunday, May 28, 2017

დღე მეექვსე

დღეს  შეფასებებზე და შეფასების ინსტრუმენტებზე ვიმუშავეთ. დავამზადე შეფასების რუბრიკები და მოვათავსე შესაბამის საქაღალდეში. დავიწყე მუშაობა მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშზე, თუმცა ვერ დავასრულე. საკმაოდ შრომატევადია. საინტერესო და დამღლელი დღე იყო.

Saturday, May 27, 2017

რეფლექსია- დღე მეხუთე

მეხუთე დღეს მოტივირებული ვიყავი საკმაოდ. დავამზადე ორი ჩეკლისტი დისკუსიისათვის და პრეზენტაციისათვის. გამოვიყენე საკვანძო კითხვები. ასევე მოვიძიე ინტერნეტში ნახატები, რომლებიც გამოადგებათ მოსწავლეებს და ჩავაწყვე ფოტოებისა და ვიდეოების განყოფილებაში. დავიწყე მუშაობა პროექტის მიმდინარეობაზე.

Sunday, May 21, 2017

დღე მეოთხე

დღეს საბოლოოდ ჩამოვაყალიბე მიზნები და შედეგები, ასევე შევიმუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. განვასხვავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები. დავამატე რესურსები, რაც გამომადგება შემდგომ მუშაობაში. ასევე ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა, რაც ძალზე საჭირო და საინტერესოა. მიღებული ცოდნა უთუოდ დამეხმარება მომავალ პროექტებზე მუშაობაში.

Saturday, May 20, 2017

რეფლექსია - დღე მესამე

დღეს ახალი პროექტის გაკეთება მომინდა. თემა ასეთია - ,, რატომ არიან შედევრები შედევრები?"  დავწერე შინაარსი, გავწერე შესაბამისი სტანდარტი და ნაწილობრივ მიზნები. რესურსებში ჩავამატე საჭირო მასალა. შემდეგ გადავერთე ბლოგის დიზაინის კეთებაზე და დიზაინში ჩავიკარგე.

Sunday, May 14, 2017

დღე მეორე


  საინტერესო დღე იყო. შევქმენით ჩვენი პორტფოლიო. "ჩავაწყვეთ"  შიგ საჭირო მასალები. თემა შევარჩიე, რა თქმა უნდა, სტანდარტებიდან გამომდინარე, თუმცა ტრენინგის ბოლოს მივხვდი, რომ სულ სხვა თემაზე მომინდა პროექტის გაკეთება. მაგალითად ასეთი - " ჩვენ ვხატავთ გრძნობებს". პირველი თემა იყო - " ჩვენ ვართ ანიმატორები". თუკი ყოველდღე ორი თემა მომივა აზრად, მაინტერესებს, ტრენინგის ბოლოს რა თემა მექნება.😏😊


Saturday, May 13, 2017

რეფლექსია - დღე პირველი

13.05.2017 წ.

პროექტებით სწავლება- შთამბეჭდავი სათაურია. ალბათ შედეგიც ასეთივე იქნება. სამუშაო უამრავი ჩანს. ალბათ ძალიან დამღლელიც იქნება, თუმცა  ღირს ჩიტი ბდღვნად.

რეფლექსია - დღე მცხრე

ინტელის კურსი დავასრულეთ. კურსის განმავლობაში შევისწავლეთ პროექტებით სწავლება. მივიღე პასუხები კითხვებზე: 1 .  როგორ შეიძლება გამოვიყენო...