Pages

Sunday, June 11, 2017

რეფლექსია - დღე მცხრე

ინტელის კურსი დავასრულეთ. კურსის განმავლობაში შევისწავლეთ პროექტებით სწავლება. მივიღე პასუხები კითხვებზე:

1როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
2.როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
3.როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?

ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება, რათა შემდგომში შევძლო:
  • პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
  • პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
  • რეფლექსია სწავლაზე
  • ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვა, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.        მადლობა მოდულის ავტორებს და ტრენერს.

Saturday, June 3, 2017

რეფლექსია - დღე მეშვიდე

დღეს გავაკეთე შეფასების მოკლე მონახაზი,  ანუ სიტყვიერად აღვწერე, თუ რაში გამომადგება პროექტის თითოეულ ეტაპზე დაგეგმილი შეფასების ინსტრუმენტები.
ასევე ჩავწერე, რა წინარე ცოდნა სჭირდება მოსწავლეს იმისათვის, რომ სრულყოფილად ჩაერთოს პროექტში და შეასრულოს ყველა დავალება. ბოლოს გავწერე პროექტის მიმდინარეობა. მინდოდა მოსწავლის ნიმუშის დასრულება, თუმცა ვერ მოვასწარი, საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა.

რეფლექსია - დღე მცხრე

ინტელის კურსი დავასრულეთ. კურსის განმავლობაში შევისწავლეთ პროექტებით სწავლება. მივიღე პასუხები კითხვებზე: 1 .  როგორ შეიძლება გამოვიყენო...